დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

რეცენზია V-VI კლასების სახელმძღვანელოსთვის ჩვენი საქართველო

სახელმძღვანელოში ჩვენი საქართველო ინტეგრირებულია სამი საგანი: ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება. აქ შესულია ყველა საჭირო თემა და თავმოყრილია საინტერესო ინფორმაცია, რომეცლიც გამდიდრებულია ვიზუალური მასალით. მისი შესწავლა მოზარდს საშუალებას მისცემს, გაიცნოს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება, ისტორია, ხალხი და ტრადიციები.

მარინა პიტიურიშვილი
ისტორიის მასწავლებელი
ქ. თბილისის #90 საჯარო სკოლა
 

სახელმძღვანელო ჩვენი საქართველო ეფუძნება ორწლიან საგნობრივ პროგრამას და კონცეფცია მთლიანად იზიარებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
სახელმძღვანელო ხელში აღებისას უკვე იმსახურებს ყურადღებას და სურვილს აჩენს, რომ დაათვალიერო, გაეცნო და მეტი გაიგო შენი სამშობლოს ბუნების, დასახლებების, მოსახლეობის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესახებ. მოსწავლე გაიგებს, რა არსებითი ნიშნები იყო დამახასიათებელი საქართველოს მხარეებისთვის. წინამდებარე სახელმძღვანელოთი მოსწავლე, ფაქტობრივად, იმოგზაურებს საქართველოს ყველა მხარეში, მიეცემა საშუალება, აღმოაჩინოს მათ შორის მსგავსება და განსხვავებები, გაიაზრებს თითოეულის უნიკალურობას.
მოცემულია გამართული საცნობარო აპარატი სარჩევი, ლექსიკონი და ტერმინთა საძიებელი, რაც მოსწავლეს ბავშვობიდანვე ასწავლის სახელმძღვანელოსა და ზოგადად სამეცნიერო ლიტერატურის მოხმარების წესებს.
ილუსტრაციები სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი ღირსებაა, რაც მასალას უფრო აღქმადს ხდის. რუკები და სხვა ილუსტრაციები არა მხოლოდ ტექსტების ლოგიკური შემავსებლებია, არამედ საგანმანათლებლო მნიშვნელობისაა, რაც დავალებებში იკვეთება, დეტალური ინსტრუქციები კი მასწავლებლის წიგნშია მოცემული.

მანანა რატიანი
გეოგრაფიის ექსპერტი
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
 

სახელმძღვანელო 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც V-VI კლასებში ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ სწავლებას ითვალისწინებს. მისი საშუალებით მოსწავლე გაეცნობა საქართველოს ბუნებრივ პირობებს, მოსახლეობის მახასიათებლებს, მხარეებს, ქართული მეურნეობისა და კულტურის ტრადიციულ დარგებს; ასაკობრივი მონაცემების გათვალისწინებით თვალს მიადევნებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
საინტერესოდ და მრავალფეროვნად გადმოცემული სასწავლო მასალა მოსწავლეს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს დაუკავშიროს წარსული და თანამედროვეობა, რაც ხელს შეუწყობს მის პატრიოტ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.

ნიკოლოზ სილაგაძე
ისტორიის ექსპერტი
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი